Dienstag, 27. September 2016

ინტელის პროექტი

მეცხრე დღის რეფლექსია

ეს დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი,სამწუხაროა რომ დასრულდა. დღეს ჩვენ ვიმუშავეთ ბლოგზე გამოქვეყნებულ პორტფილიოში ჩამატებაზე, წაშლასა და ,ჩასწორებაზე. ჩვენმა ტრენერმა ახლაც ჩვეული პედანტობა გამოიჩინა, არ დაგვასვენა, არ ამოგვასუნთქა, მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავით ბოლომდე. დღეს განვიხილეთ: 1) მასალის ჩალაგება ბლოგის ჩანართში და ორგანიზება; 2) როგორ კეთდება ჩასწორება პროექტის ჩანართებში; 3) ბლოგზე პორთფოლიოდან გამოქვყნებული მასალის წაშლა; 4) მოვაწყვეთ პრეზენტაცია ჩვენ მიერ ფასილიტაციის მიზნით გაკეთებული პრეზენტაციების (თითოეული საკმაოდ ვღელავდით და ჩვენ თვითონ გვიკვირდა ჩვენი ემოციის), ვისაუბრეთ ჩვენი პრეზენტაციის ხარვეზებზე და მნიშვნელოვან მხარეებზე. 5) მევაჯამეთ დღე, ტრენინგებზე ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ეს მართლაც საინტერესო და ბევრის მომცემი იყო მადლობა ჩემი ჯგუფის წევრებს, ჩემს კოლეგებს, სითბოსა და სიყვარულისთვის.მადლობა ბატონ ავთანდილს. წარმატებები არ მოგკლებოდეთ!

Mittwoch, 21. September 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

   ვიმუშავეთ  სასწავლო ნიმუშების შექმნაზე, შევქმენი და შევაფასეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები.ყურადღებით მოვეკიდე პრეზენტაციისა და პუბლიკაციის ნიმუშების შექმნას. ვცდილობდი თემატიკასა  და  დიზაინს წარმოეჩინა მოსწავლეების მიერ პროდუქტის შექმნის პოტენციალი.
   გადავხედე პროექტის გეგმას. დავასრულე სასწავლო პროცედურების შედგენა.
ვისწავლეთ როგორ უნდა  გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები  შინაარსის ათვისების, მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, შევქმენი შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.

Mittwoch, 14. September 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

განხილული იქნა პროექტების პრეზენტაციების წარმოდგენილი ვარიანტები.
 ვიმუშავეთ  ბლო გის შინაარსის განსაზღვრაზე, დიზაინზე, ჩანაწერების განთავსება ბლოგზე, ვიდეოს ჩაშენება და სხვა.ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. ძალიან საინტერესო დღე იყო.   ვფიქრობ პრაქტიკულად ბევრი უნდა ვიმუშავო

Montag, 12. September 2016

მეხუთე დღის რეფლექსია


დღე დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილი შეფასების ფორმების გაზიარებით.
     ამის შემდეგ ვიმუშავეთ როგორ გამოვიყენთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
       განვიხილეთსაავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში. გავეცანით ინტერნეტ რესურსებს, რომელთა გამოყენებაა შესაძლებელი კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში.განვიხილეთ კვლევის მიზნიტ ინტერნეტის სხვადასხვა სახით გამოყენების გზები.
        ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებების გაცნობა. წერილობითი კომუნიკაციის, სწრაფი შეტყობინების, ონლაინ გამოკითხვებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის საშუალებები. 

Donnerstag, 8. September 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

            დღე დავიწყეთ შეფასების გეგმის შემუშავებით.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები  და ვაზუსტებდი ჩემი პროექტისათვის როგორ გამოვიყენებდი შერჩეულ ფორმას, დეტალურად გავეცანი  პროექტზე დაფუძვნებული სწავლების შეფასებას,ვიყენებდი როგორც განმავითარებელ ისე  განმსაზღვრელ  შეფასებას, შეფასების პერიოდულობას,
გავეცანი  ინტელის  საგანმანათლებლო რესურსის ,, პროექტების შეფასების" გვერდს, დავეუფლე მისი გამოყენების პრინციპებს.
           გულდასმით წავიკითხე შეფასების ხუთივე სტრატეგია და შევქმენი  პროექტის თითოეული ეტაპისათვის საჭირო შეფასებები.
           დავალების შესრულება   ვფიქრობ არ უნდა გამიჭირდეს.