Dienstag, 27. September 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

ეს დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი,სამწუხაროა რომ დასრულდა. დღეს ჩვენ ვიმუშავეთ ბლოგზე გამოქვეყნებულ პორტფილიოში ჩამატებაზე, წაშლასა და ,ჩასწორებაზე. ჩვენმა ტრენერმა ახლაც ჩვეული პედანტობა გამოიჩინა, არ დაგვასვენა, არ ამოგვასუნთქა, მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავით ბოლომდე. დღეს განვიხილეთ: 1) მასალის ჩალაგება ბლოგის ჩანართში და ორგანიზება; 2) როგორ კეთდება ჩასწორება პროექტის ჩანართებში; 3) ბლოგზე პორთფოლიოდან გამოქვყნებული მასალის წაშლა; 4) მოვაწყვეთ პრეზენტაცია ჩვენ მიერ ფასილიტაციის მიზნით გაკეთებული პრეზენტაციების (თითოეული საკმაოდ ვღელავდით და ჩვენ თვითონ გვიკვირდა ჩვენი ემოციის), ვისაუბრეთ ჩვენი პრეზენტაციის ხარვეზებზე და მნიშვნელოვან მხარეებზე. 5) მევაჯამეთ დღე, ტრენინგებზე ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ეს მართლაც საინტერესო და ბევრის მომცემი იყო მადლობა ჩემი ჯგუფის წევრებს, ჩემს კოლეგებს, სითბოსა და სიყვარულისთვის.მადლობა ბატონ ავთანდილს. წარმატებები არ მოგკლებოდეთ!

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen