Donnerstag, 8. September 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

            დღე დავიწყეთ შეფასების გეგმის შემუშავებით.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები  და ვაზუსტებდი ჩემი პროექტისათვის როგორ გამოვიყენებდი შერჩეულ ფორმას, დეტალურად გავეცანი  პროექტზე დაფუძვნებული სწავლების შეფასებას,ვიყენებდი როგორც განმავითარებელ ისე  განმსაზღვრელ  შეფასებას, შეფასების პერიოდულობას,
გავეცანი  ინტელის  საგანმანათლებლო რესურსის ,, პროექტების შეფასების" გვერდს, დავეუფლე მისი გამოყენების პრინციპებს.
           გულდასმით წავიკითხე შეფასების ხუთივე სტრატეგია და შევქმენი  პროექტის თითოეული ეტაპისათვის საჭირო შეფასებები.
           დავალების შესრულება   ვფიქრობ არ უნდა გამიჭირდეს.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen